საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
საბერძნეთის მთავრობა ახალი სახის დახმარებების გაცემას იწყებს. საუბარია საბერძნეთში მცხოვრებ ოფიციალურად უმუშევარ ადამიანებზე, რომლებსაც თანხა წელიწადში სამჯერ გადაეცემათ და ეს თანხა 740 ევროა.
ესენი არიან უმუშევრები, რომლებიც OAEΔ-ში 1 წელზე მეტია დარეგისტრირებულები არიან. როგორც ცნობილია პირველი 1 წელი უმუშევარი პირი ყოველ თვე იღებს დახმარებას მთავრობისგან, თუმცა, 1 წლის შემდეგ თანხის დარიცხვა წყდება, თუმცა, ადამიანს უმუშევრის სტატუსი კვლავ უნარჩუნდება და სწორედ ეს სტატუსი უნდა ჰქონდეს ბენეფიციარს მინიმუმ 3 თვის მანძილზე.
კონკრეტულად, ΟΑΕΔ წელიწადში სამჯერ გარკვეულ თანხას ჩაურიცხავს უმუშევრად რეგისტრირებულ პირს.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ თანხა მიიღოთ?
თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 11.738,81 ევროს.
უნდა წარადგინოთ წლიური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ასლი.
მოქმედი დოკუმენტი, რომლითაც ადასტურებთ, რომ ნამდვილად უმუშევარი ხართ მინიმუმ 15 თვის მანძილზე და დარეგისტირებული ხართ ΟΑΕΔ-ში. (12 თვე გერიცხებოდათ ოფიციალური უმუშევრობის დახმარება ყოველთვე, ხოლო 3 თვე კვლავ ინარჩუნებთ უმუშევრის სტატუსს.)
უნდა გქონდეთ ბანკის ანგარიშის ნომერი.
განაცხადის შევსება შეგიძლიათ ΚΕΠ-ისა და ΟΑΕΔ-ის სერვის ცენტრებში.
 
2239 /
13 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები