საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თანამემამულის დახმარების გამო სამსახურიდან გამოაგდეს. როგორც პრაიმტაიმს თ.ს-მ განუცხადა, ის კომაში მყოფები ქართველი ემიგრანტის დახმარებას ცდილობდა და ტელეფონზე დიდხანს საუბრის გამო სამსახურიდან გამოუშვეს. ამჟამად, ნაქირავებ ბინაში იმყოფება და ახალ სამსახურს ეძებს. მისი თქმით, საადმყოფოში მყოფი ემიგრანტი კომიდან გამოვიდა და ახლა მასთან მისი მეგობარია.
,,ქალბატონი საავადმყოფოში იმ ოჯახმა გადაიყვანა, სადაც ის მუშაობდა. სხვა არაფერი არ ვიცი. უბრალოდ ამ ქალბატონს ვეძებდი. შვილებისგან გავიგე, რომ ცუდად და მათაც არ იცოდნენ ამ ქალბატონის შესახებ მდგომარეობა. გავარკვიე, რომ ქალბატონს გაუკეთდა ოპერაცია. მადლობა უფალს, რომ კარგად არის. მე ყველა ემიგრანტს ასე დავუდგები გვერდში, რადგან ემიგრანტობა ძალიან ძნელია. წინა დღეს, სანამ ცუდად გახდებოდა უთქვამს, რომ თავი სტკიოდა და მეორე დღეს მოხდა ეს ამბავი. ამ ქალბატონის შესახებ დეტალებს ვარკვევდი, მთელი დღე ტელეფონზე საუბარი მიწევდა და ამის გამო სამსახურიდან გამომიშვეს. ახლა, დისშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვარ და ახალ სამსახურს ველოდები. მე განსხვავებული არაფერი არ გამიკეთებია, რასაც სხვა არ გააკეთებს და გთხოვთ, რომ კადრს მიღმა დამტოვოთ - აცხადებს წყარო.
რაც შეეხება ქალბატონს, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა კომიდან გამოვიდა და ახლა რეაბილიტაციას გადიის საავადმყოფოში. ამის შესახებ პრაიმტაიმს მზე კურტანიძის შვილმა განუცხადა.
სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც ინსულტმა დაარტყა, ეპილეფსია დაემართა და გაითიშა. სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩვენ სამი დღის შემდეგ შეგვატყობინეს. გუშინ გამოვიდა უკვე კომიდან. დაახლოებით ერთი წელია, რაც იტალიაში იმყოფება. დედაჩემს წნევებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. რეაბილიტაციის შემდეგ ჩამოვიყვანთ. კიდევ რამე რომ მოუვიდეს ჩემს თავს არ ვაპატიებ. დედაჩემის შესახებ რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა ინფორმაცია. ერთ-ერთი კი სამსახურიდან გამოუშვეს, რადგან ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და დეტალებს არკვევდა. მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თავიდან ისიც არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ მკვდარი - ამბობს ემიგრანტის შვილი.
მზეო კურტანიძის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.
 
1772 /
11 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები