საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლებმა მანამდე აქცია აგრარული უნივერსიტეტის წინ გამართეს.
ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.
მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ.
ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
წყარო: imedinews.ge
 
1544 /
11 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები