SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს

სასწრაფოდ! ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლებმა მანამდე აქცია აგრარული უნივერსიტეტის წინ გამართეს.

ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ. 

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

წყარო: imedinews.ge

 

853 /

11 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...