საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში "წითელას" 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, მწვავე ვირუსული დაავადების მატარებლები ძირითადად წლამდე და 15-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები არიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში "წითელაზე" მიმართვიანობის საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ეს ტენდენცია ფიქსირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლა ქვეყანაში "წითელას" გავრცელების აქტიური სეზონია.
"შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა ჩვილებში და 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკობრივმა კატეგორიამ აუცილებლად გაიკეთოს ვაქცინა, თუკი "წითელაზე" აქამდე არ აცრილან. მინდა მივმართო განსაკუთრებით მათ, ვისაც სახლში წლამდე ასაკის ჩვილები ჰყავთ. მოგეხსენებათ, წლამდე "წითელაზე" აცრა არ ხდება, ამიტომ თუკი ოჯახის რომელიმე ზრდასრულ წევრს ეს ვირუსული დაავადება შეხვდება, არის ძალზედ დიდი რისკი, რომ "წითელათი" ჩვილიც დაავადდეს. ასეთი შემთვევები უკვე დაფიქსირდა. გვყავს წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც წითელა მშობლებისგან გადაედოთ."- აცხადებს "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
შეგახსენებთ, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. დაავადება ხასიათდება მაღალი ცხელებით და გამონაყარით, რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.
 
3977 /
16 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები