SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, როგორია 18 წლის გოგოს მდგომარეობა?

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, როგორია 18 წლის გოგოს მდგომარეობა?

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ე.წ. ზებრაზე გადადიოდა


გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო რაც, ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის მძღოლის მიერ დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

 

1129 /

11 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები