SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასიხარულო ინფორმაცია! საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

სასიხარულო ინფორმაცია!  საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

წლის ბოლოს ჩვენ ვხდებით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც ჩვენ გავატარეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წლის ბოლოს ჩვენ ვხდებით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც ჩვენ გავატარეთ; ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, ასეთივე წარმატებული იქნება. საქართველო გააგრძელებს წარმატებულ სვლას ევროპისკენ. დღეს სიმბოლური დღეა. 20 წლის წინ საქართველო გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის წევრი და მე გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს მოვლენები. ეს იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

1225 /

11 აპრილი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები