SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

უცნობმა გერმანელმა,ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 000 ევრო უანდერძა

უცნობმა გერმანელმა,ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 000 ევრო უანდერძა

ქუთაისში მცხოვრებ მეროიანების სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს გერმანელმა ქველმოქმედმა 10 000 ევრო უანდერძა. ინფორმაციას „ქუთაისიპოსტ" ავრცელებს.

მეროიანების ოჯახს 2017 წელს გერმანელი როლფ ბარბიანის დატოვებული ანდერძი ქუთაისში, გოეთეს ცენტრში წაუკითხეს, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ანდერძის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გარდაცვლილის მეგობარი, გერჰარდ მიულერი.

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებს გერმანიაში არსებული ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფი ეხმარება. აღნიშნული ორგანიზაცია გერმანიაში შემოწირულობებს აგროვებს. ასევე, 2006 წლიდან 20 მეურვე ოჯახი ჰყავთ.

-260 სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით ქუთაისში. ერთ-ერთ ასეთია მეროიანების ოჯახი. ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა, რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების ოჯახს თავისი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000 ევროს აძლევს, - ამბობს ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, გერჰარდ მიულერი.

მისი თქმით, თანხის განკარგვა ოჯახს თავისი სურვილისამებრ შეუძლია.

resonancedaily.com

 

1526 /

10 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები