SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

“ მოგებაზე გათვლილი არცერთი ბიზნესი არ მაქვს ” - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ?

“ მოგებაზე გათვლილი არცერთი ბიზნესი არ მაქვს ” - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ?

მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს , ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურ იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ბიზნესისთვის ხიბლიანი პროექტი არ არის.

"ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს,რომ ხუთ-ექვს წელიწადში ფული ამოიღოს, , მაქსიმუმ ათი წელიწადი-ეს ევროპული სტანდარტია და უფრო ხანგრძლივი დრო არის საჭირო, ფული დაიბრუნო. შესაბამისად, ეს არ არ არის ხიბლიანი პროექტი. საერთოდ მე არ ვთვლი რომ აქ ბიზნესს ვაკეთებ. პირიქით მე ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ. მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს , ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურ იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ საბოლოოდ და მოხდება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "პირისპირ"

მისივე თქმით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის პოზიცია, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლას, ან რუსეთისთვის გადაცემას ბიძინა ივანიშვილსაბრალებენ. ივანიშვილის განცხადები ამის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძემაციცის, რადგან მან ხაზარაძეს ბოლო შეხვედრის დროს მადლობაც კი გადაუხადა, თუკი ის ამ პროექტის განხორციელებას შეძლებდა.

ipn.ge

 

371 /

10 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...