SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

18 წლის გოგომ 5 წლის ძმა გაგუდა, სასქესო ორგანო მოაჭრა და შეჭამა

18 წლის გოგომ 5 წლის ძმა გაგუდა, სასქესო ორგანო მოაჭრა და შეჭამა

18 წლის გოგომ საკუთარი ძმის წამების და მისი სხეულის დასახიჩრების ფაქტი აღიარა. კარინა როქუმ 5 წლის ბავშვი ბალიშით გაგუდა, შემდეგ სასქესო ორგანო მოაჭრა და შეჭამა. ინციდენტი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

18 წლის გოგოს მეზობელმა ფაქტზე შეუსწრო და პოლიცია გამოიძახა. ბავშვი ამ დროს უკვე მოკლული იყო. დეტექტივების განცხადებით, 5 წლის მაიკონ როქუს სხეულზე უმძიმესი დაზიანებები და სასტიკი წამების კვალი აღენიშნებოდა, მათ შორის: დანით მიყენებული ჭრილობები ხელებზე, დამწვრობა ფეხებზე, ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები თვალებზე.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კარინას და მაიკონის დედა საყიდლებზე წავიდა და 5 წლის ბავშვი უფროს დას დაუტოვა. შინ დაბრუნებულ დედას ქალიშვილმა კარი არ გაუღო. მან დასახმარებლად მეზობელს მიმართა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ბავშვის ცხედრის დანახვაზე, დედას გული წაუვიდა.

პოლიციას აქვს ვერსია, რომ 18 წლის გოგოს საქციელი შავი მაგიის რიტუალს უკავშირდება, რადგან დანაშაულის ადგილზე, ბავშვის ცხედარი გარშემო მას სანთლები ჰქონდა დანთებული. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ კარინა როქუ სხვა პირმა დაარწმუნა ამ „რიტუალის“ ჩატარებაში.

„ვცდილობთ დავადგინოთ, ბავშვი სატანისტური რიტუალის მსხვერპლი ხომ არ გახდა. გვინდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა ბრალდებულს კავშირი სატანისტების ან შავი მაგიის მიმდევრების სოციალურ ქსელებთან ან ჯგუფებთან. გვაინტერესებს, ვინმემ ხომ არ მოუწოდა ან დაარწმუნა ამ დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებულს ასევე ჩაუტარდება გამოკვლევა, რათა დავადგინოთ, არის თუ არა ის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი,“- აცხადებს დეტექტივი ანდერსონ გოესი.

კარინა როქუს ძმის მკვლელობაში ედება ბრალი და დაკავებულია. მისი მოტივის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.


  

 

3792 /

09 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები