SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რას წერს ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას და “ ტელეიმედის” დაპირისპირებაზე ?

რას წერს ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას და “ ტელეიმედის” დაპირისპირებაზე ?

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის და ტელეკომპანია "იმედის" დაპირისპირებას ეხმაურება. როგორც გრიგოლია წერს, საქართველოში არ იყო, როს გამოც მოვლენებს ვერ დაეწია, ახლა კი გადაახვია, გადმოახვია და ყველაფერს მიხვდა.

"აქ არ ვიყავი და ვერ დავეწიე მოვლენებს. ჩამოვედი, გადავახვიე-გადმოვახვიე და "იმედი" ნიკა გვარამიას აღმზრდელობითი სამუშაოთი და შინსახკომის წერილებით დაკავდა??? "მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები" რომ შეკრებილან, მაგაზე გამახსენდა კომკავშირის კრებები, რაც ადრე მაქვს ნასწავლი და გაგონილი და, "იმედის" დიდაქტიკაზე, ბოდიში და, გავსკდი სიცილით. რუხაძის პირადი დირექტივა იყო თუ უფრო ზევით?" – წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია "იმედს" მიერ მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო დაუპირისპირდა.

 

1526 /

09 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები