SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მიხეილ ცაგარელი - “წინ აპრილის ყველაზე რთული კვირა გველის” (იხ.ვიდეო)

მიხეილ ცაგარელი - “წინ აპრილის ყველაზე რთული კვირა გველის” (იხ.ვიდეო)

იმდის დილის გადაცემაში მიხეილ ცაგარელის თმით, ამ თვეში ურთულესი კვირის გავლა მოგვიწევს.
 
„რთული ზონა დაიწყო ხუთ რიცხვში სავსემთვარეობიდან და თხუთმეტ აპრილამდე გასტანს. გუშინ საქართველოში იყო ორი მიწისძვრა, მოსალოდნელია ხანძრები, ვისაც აქვს განსაზღვრული, რომ ავიახაზებით იმგზავრონ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეიძლება შეიქმნას პრობლემები და ბილეთის გადაცვლა მოგიწიოთ. მაღალია ექიმების შეცდომების ალბათობა.
 
რაც მთავარია, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, რეტროგრადული ხდება. იუპიტერი გვაბრუნებს უკან, რომ რაც წარსულში ვერ გავაკეთეთ, ახლა გამოვასწოროთ. არ გაგიკვირდეთ, რომ ზოგიერთ სტუდენტს გაუჭირდეს სწავლა. გახსოვდეთ, რომ დედამიწა უარყოფით ზონაში გადის. კვირის მთავარი პრობლემა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, არის გადამეტებული ემოციურობა. კონტროლის დაკარგვა ემოციებზე.
 
ვერძი არნახულად ჯანმრთელია. ისეთი აქტიური და ჯანმრთელია, რომ ერთ ადგილას ვერ ისვენებს.  ხდება სულსწრაფი. ჯირითობს საჭესთან. არნახულ ჯანზეა და აღარ იცის ეს ენერგია სად წაიღოს. მისი ასეთი აქტიურობა ტრამვებით დამთავრდება.
 
კუროს ელოდება ყველაზე ცუდი კვირა მთელი წლის განმავლობაში. მათი ენერგოტონუსი ძალიან დაბალია. შეიძლება, ადვილად გაცივდეთ. შეიძლება, ძველმა ქონებრივმა პრობლემებმა იჩინონ თავი. ხანდაზმულ კუროებს გულ-სისხლ ძარღვთა პრობლემები ჩაანაცვლებს. ფარული მტრები და ჭორები მათ საწინააღმეგოდ იქნება მომართული. არავითარი მოგზაურობები და კაპიტალდაბანდებები. თქვენი მოტყუების მცდელობა იქნება მაღალი. მით უფრო ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს. კურო ვერ იტანს ვერანაირ პრესინგს.
 
ტყუპების პრობლემა მათთვის ემოცია იქნება.  პარტნიორები ავიწროებენ. აიძულებენ გააკეთონ ის, რაც მას არ უნდა. ავიწროებენ მის თავისუფლებას. რაც კონფლიქტებამდე მიიყვანს ტყუპებს.
 
კირჩხიბებო, თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არაფერზე ინერვიულოთ. ემოციურად ზედმეტად ეგზალტირებული ხართ, პატარა შენიშვნაც კი გაღიზიანებთ. არავითარი საქმეების გარჩევა, არავითარი სესხის აღება, ეს კვირა მაქსიმალურად მშვიდად გაატარეთ.
 
ლომებო მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. ეცადეთ, ახალი ხელშეკრულებები არ დადოთ. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი.
 
ქალწულებს ვურჩევ, დიდი დრო გაატაროთ სახლში, კოლეგებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ ინტერესთა კონფლიქტის გამო. სახლში უფრო მეტი დრო ატარეთ, ვიდრე სამსახურში.
 
შემოქმედებითი თვალსაზრისით კარგი პერიოდი ექნებათ სასწორებს, მაგრამ რაიმე თუ არ გამოსდით, ძალიან ზედმეტ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ ეცადეთ, ზედმეტად მშვიდად განვლოთ ეს პერიოდი.
 
მორიელებისთვის კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი იწყება. ვალები უკავშირდება შვილებს, ნათესავებს, წინაპრებს. მათ შეექმნებათ პრობლემა, შეიძლება, დასჭირდეთ სესხის აღება, იმისთვის რომ დაეხმაროს თავის ახლობლებს.
 
მშვილდოსანს ვთხოვ, მაქსიმალურად წყნარად განვლონ პერიოდი და არაფერი ახალი არ დაიწყონ. ნუ გამოიჩენთ სულსწრაფობას. არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ, ბევრი ფული. ნუ გადაწყვეტთ დიდი და სერიოზული შენაძენების გაკეთებას.
 
თხის რქას უჩნდება სურვილი, საკუთარი ნება-სურვილი სხვას მოახვიონ, რაც საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს. ენერგოტონუსი დაბალი აქვს. ჯანმრთელობა არამდგრადია. არასტაბილურობა შექმნის პრობლემებს, როგორც სახლში ასევე სამსახურში.
 
კარგი შესაძლებლობები აქვს მერწყულს. პროექტების კუთხით თუ გამოავლენს, თავის დელიკატურობას და დიპლომატიურობას სახლში, სამსახურში, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან. მათ ამ კვირაში. არ ვურჩევ კოლექტიურ საქმიანობას. ინდივიდუალური საქმე უფრო კარგად წარიმართება.
 
თევზებს ვურჩევთ, მაქსიმალური ყურადღება გამოავლინონ, სხვადასხვა სახის მოტყუებების ალბათობა მაღალია, მაგრამ ნუ დაძაბავთ ურთიერთობებს. ეცადეთ, არ გაცივდეთ.

 

2587 /

09 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები