SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე საგანგებო განცხადებას აკეთებს (იხ.ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე საგანგებო განცხადებას აკეთებს (იხ.ვიდეო)

“დღეს 9 აპრილის წლისთავია. ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღია. პარლამენტის წინ ჩემი ინიციატივით პირველად დაიდგა 9 აპრილის მონუმენტი.

ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ დაუწერა წერილი და გამოაქვეყნა თავისი სახელით იმიტომ, რომ მაგ წერილს ვერ გამოთქვამს კი არა, ვერც წაიკითხავს, რომ წააკითხო. ასეთ რთულ სიტყვათა წყობას. ეს დაახლოებით ისევეა, ვითომ დისერტაცია რომ აქვს დაწერილი და თან სათაურს ვერ გამოთქვამს რომ სთხოვო.

გვარამიას გამოთქმის არ იყოს, ვერ მოეშვა ეს კაცი… ბოლომდე ვერ გავიმეორებ გვარამიას გამოთქმას, მაგრამ დედა… სვავი მიცვალებულებით სპეკულირებას, ხან ზვიად გამსახურდიათ სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტერით ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს.

ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. მე ახლა მინდა გკითხოთ თქვენ, საღად მოაზროვნე ქართველებს, აბა გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში 9 აპრილის შემდეგ. შეიძლება ეშმაკი ეწოდოს ხო?!  რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოში  ეკონომიკური ზრდა შეაჩერა. ჩემ დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 400%-ით, ივანიშვილის დროს 0%-ით, ერთიან ეროვნულ პროდუქტს ვგულისხმობ. შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში.

რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში პრაქტიკულად ყველა ბიზნესი ხელში, გახდა ქვეყნის მთავარი მევახშე. ყველა ბანკი პრაქტიკულად მის ხელშია და ასობით ათასი ქართველი  გააკოტრა, მილიონამდე ქართველი ქვეყნიდან გავიდა”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებს.

“ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას  გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.

2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.” – წერს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

1171 /

08 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები