სამართალი
10 აგვისტო 2019
სიახლეები:
დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მომრავლდა თაღლითობის ფაქტები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს უკანონოდ ართმევენ უძრავ ქონებას. და მაინც, რა სამართლებრივი ნიუანსები უნდა ვიცოდეთ იმისათვის , რომ არ გავხდეთ აღნიშნულის მსხვერპლი. ამის შესახებ გვესაუბრება ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი ბატონი კონსტანტინე სალუქვაძე.
ბატონო კონსტანტინე რაში გამოიხატება თაღლითობის ფაქტები ?
მოგესალმებით, მოგახსნებთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით ბანკებმა საკმაოდ გაართულა სესხების გაცემა, ამიტომ ბაზარზე გამოჩდნენ კერძო მევახშეები. ადამიანებს , რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დიდი ოდენობის თანხა, მევახშე აძლევს მათ ამ თანხას და დებს მასთან შემდეგი შინაარსის ხელშეკრულებას: პირობითად ა.მ ბ.-ს გადასცა 20 000 დოლარი, სანაცვლოდ ბ.მ გადაუფორმა ა.-ს თავისი ქონება, და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ ბ.-მ არ დაუბრუნა თანხა და პროცენტები, ქონება რჩება კერძო მევახშეს. თანხის დაბრუნების ვადა საკმაოდ მცირეა უმეტეს შემთხვევაში. ასე რჩებიან ადამიანები ღია ცის ქვეშ. კერძო მევახშე ეუბნება მოქალაქეს, რომ გააფორმონ სესხის ხელშეკრულება, ეს იმთავითვე ტყუილია, ვინაიდან ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ქონების გადაფორმებას მესამე პირის სახელზე.
როგორ შეიძლება , რომ მოქალაქემ თავი დაიცვას რათა არ დაკარგოს ქონება ?
როდესაც ადამიანებს სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა, სამწუხაროდ ის ფიქრობს მხოლოდ თანხის მოძიების გზებზე და ნაკლებად აანალიზებს შედეგებს. უპირველესად ის უნდა გაეცნოს ხელეკრულების პირობებს გულდასმით, უღირს თუ არა უძრავი ქონების გასხვისება იმ ფასად, რა თანხასაც ის იღებს, ანუ ექვივალენტურია თუ არა თანხა, რომელსაც მევახშე მას გადასცემს იმ ქონებისა, რომელსაც მოქალაქე მას უფორმებს, ასევე აუცილებელია, რომ ქონების გამოსყდვის ვადა იყოს ადეკვატური და არა შეუძლებელი.
მოგმართავენ თუ არა ასეთი ადამიანები და როგორი შედეგი დგება, უბრუნდება თუ არა მათ თავიანთი ქონება ?
რა თქმა უნდა, მომმართავენ და საკმაოდ ხშირად. ერთადერთი გზა ასეთ შემთხვევაში არის სასამართლოსთვის მიმართვა, რათა ვამტკიცოთ, რომ გარიგება ბათილია, ვინაიდან აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ერთ-ერთ მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანმა დაკარგა ქონება, მათი შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია. ხშირ შემთხვევაში სასამართლოს გზით ისინი ახერხებენ უძრავი ქონების დაბრუნებას. ეს საკითხი საკმაოდ ვრცელია, ამ ფორმატში შეუძლებელია ამომწურავი პასუხის გაცემა, ეს ის მინიმალური რჩევებია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ. დამატებითი ინფრორმაციისთვს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე: 599009055. გისურვებთ წარმატებებს.
 
1849 /
08 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
სამართალი
10 აგვისტო 2019
სამართალი
04 აგვისტო 2019
სამართალი
25 ივლისი 2019
სამართალი
24 ივლისი 2019
სამართალი
18 ივლისი 2019
სამართალი
09 ივნისი 2019
კომენტარები