უბედური შემთხვევა ლანჩხუთში! 9 წლის ბავშვი საქანელადან გადმოვარდა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. ნიგვზიანის თემის სოფელ ხაჯალიაში ცხრა წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.
„ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელადან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო. მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით“, – განაცხადა ლანჩუთის მერის წარმომადგენელმა ირაკლი გუჯაბიძემ.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გიორგის მამა და ბებია ზრდიდნენ.
1,487 ნახვა
08 აპრილი 2019
კომენტარები