SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

loading...

დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანია დაშავებული აქედან ერთერთი 7 თვის ბავშვია, როგორია მათი მდგომარეობა ?

no-img

სავარაუდოდ, კიდევ ერთი გაზის  აფეთქების შემთხვევა  დიღომში - წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც "მთელ კვირას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულთაგან  21 წლის მამაკაცი  დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ასევე დაშავებულია  7 თვის ჩვილი  და 75 წლის ქალბატონი. ბავშვი იაშვილის კლინიკაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ხოლო ასაკოვანი ქალტაბონი  ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.  

ადგილობრივები „მთელ კვირასთან“ ყვებიან, რომ აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, გვერდითა კორპუსების ფანჯრები ჩაამსხვრია და მათ ეგონათ, რომ რაღაც ბომბის აფეთქება მოხდა.  ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, გაზის სუნი იგრძნობოდა და მათ შესაბამის სამსახურში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მივიდა. ისინი კომპანია „ყაზტრანსგაზს“ უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.  

„ბომბი რომ აფეთქდება, ისეთი ხმა გავიგეთ, გამოვიხედეთ და მინები მოფრინავდა. ვყვიროდი და ბავშვებს ვეძახდი, რომ გავქცეულიყავით. მთელი კორპუსი ზანზარებდა. მერე ჩემი მეზობლის ხმა გავიგონე, რომელიც იძახდა, მგონი გაზი აფეთქდა და ქუჩაში გავქცეულიყავით. ბავშვებს ხელი მოვკიდე და გამოვიქეცით. დაბლა რომ ჩამოვედი, ხალხი მოჰყავდათ, ვიღაც სასწრაფოში რეკავდა. შვიდი თვის ბავშვია დაშავებულიო და  ბიჭი დავინახე დამწვარი იყო. არ ვიცი, შემთხვევით გადავრჩით. ამბობენ, რომ ბინა მესაკუთრემ რამდენიმე დღის წინ გააქირავა. როგორც ჩანს, გაზი ღია დარჩათ. ეს 21 წლის ბიჭი, რომელიც ყველაზე მატად დაზიანდა სწორედ მან იქირავა  ბინა და სახლში საცხოვრებლად გადმოდიოდა.  გაზი რომ აფეთქდა  ყვიროდა თურმე მიშველეთო, მარტო ყოფილა,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს, შემთხვევას კრიმინალური პოლიცია და ექსპერტები სწავლობენ. 

21 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  მას სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული. 7 თვის ბავშვს კი იაშვილის კლინიკაში გამოკვლევებს უტარებენ.   გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა პირველი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ბავშვი კონტაქტური იყო და მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. 

„სუნთქვის უკმარისობის ნიშნები ნამდვილად არ არის, დინამიკაში მიმდინარეობს მონიტორინგი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, მეთვალყურეობის ქვეშ არის და მიმდინარეობს კვლევები. დამწვრობა არ აღენიშნება,“ – განაცხადა ექიმმა. 

დიღომში მომხდარ აფეტქებაზე "ყაზტრანსგაზი" სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ,  აღნიშნულია, რომ აფეთქების დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა: 

"სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

ბინა სადაც აალება, მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვბრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს. "ყატრანსგაზ თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს." 

დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწიმებს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ადგილობრივის გამოკითხვა. ასევე დაიკითხებიან "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებიც.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე  მუხლის მეორე ნაწილით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  ადგილზე ევაკუირებული იქნა ყველა მოქალაქე. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. გამოძიება დაწყებულია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იკითხება ყველა პირი, მათშორის ყაზტრანსგაზის თანამშრომლები,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ.  

წყარო: resonancedaily.com

 

185 /

07 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...
Загрузка...
Загрузка...