SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

არ გეგონოს დამავიწყდი, ახლა რომ მყოლოდი გვერდით, ვიცი რასაც მეტყოდი შენი ნუგეში მაკლია მხოლოდ...

არ გეგონოს დამავიწყდი, ახლა რომ მყოლოდი გვერდით, ვიცი რასაც მეტყოდი შენი ნუგეში მაკლია მხოლოდ...

"ღორის გრიპით" გოგონას გარდაცვლილ სალომე ქემაშვილს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, ერთ-ერთი მეგობარი განსაკუთრებით ხშირად იხსენებს და უამრავ ისტორიას წერს მის შესახებ, ნუნუკა მეზვრიშვილი ამჯერად ემოციურ წერილს უძღვნის გოგონას.
"ჩემო ტკბილო და საყვარელო, არ გეგონოს დაგივიწყე ამ ჩემთვის რთულ პერიოდში,ჩემს ფიქრებში და გულში სულ ხარ,ახლა რომ მყოლოდი გვერდით,ვიცი რასაც მეტყოდი და როგორც დამამშვიდებდი,სულ დამიღეჭავდი მედიცინის ენაზე და ბოლოს რწმენით და იმედით აღმავსებდი.გეტყვი რომ, ისედაც ასე ვარ ჩემო საოცარო, უბრალოდ შენი ნუგეში მაკლია მხოლოდ. ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს ეშველება,მხოლოდ შენ მონატრებას არაფერი სააალ...როცა რაიმე დაავადებაზე მესაუბრებოდი, სულ მახსოვს შენი სიტყვები : " სანამ დაგუგლავდეთ და გული გაგისკდებოდეთ, მე აგიხსნით რას ნიშნავს ეეეეს".მიხაროდა ასე რომ ზრუნავდი ჩემს გულზე, მაგრამ
ამაზე მეტად არ მეტკინებოდა, როგორც ახლა მტკივა, უშენობით" - წერს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, 22 წლის სალომე ქემაშვილი ე. წ ღორის გრიპით 9 იანვარს გარდაიცვალა.გოგონა ინფექციურში 2 იანვარს უგონო მდგომარეობაში ბორჯომიდან გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

1858 /

06 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები