SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! ვრცელდება პენიტენციური სამსახურის საგანგებო განცხადება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

 სასწრაფოდ! ვრცელდება პენიტენციური სამსახურის საგანგებო განცხადება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

პენიტენციური სამსახური და ადგილობრივი საბჭო ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ თვის ბოლომდე იმსჯელებს - ამის შესახებ „კურიერს“ პენიტენციურმა სამსახურმა წერილობით შეატყობინა.მათი განმარტებით, საქალაქო სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლის იგნორირებაშიც მერაბიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ, პენიტენციურ დაწესებულებას 26 მარტს ჩაბარდა.
მათი განცხადებით, გამოთხოვის პროცესშია ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ადგილობრივი საბჭო კი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს უახლოეს სხდომაზე, მიმდინარე თვის ბოლომდე განიხილავს.

„მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც. ამჯერადაც, ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია, სხვებს შორის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმემ და დანაშაულების ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა სხვადასხვა დანაშაული ჩადენილი.
2019 წლის 24 იანვრის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2019 წლის 25 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხის გადაუწყვეტლად, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს, რომელსაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის 5 მარტს მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.
აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 20 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი თავიდან განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელიც საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმსჯელოს ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ჩივიაშვილის განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს, სასამართლომ კი კომისიის ადმინისტრაციული აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა.

 

368 /

05 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...