SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი“ – შვილმკვდარი დედა გიორგი სიგუას მიმართავს

რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი“ – შვილმკვდარი დედა გიორგი სიგუას მიმართავს

GEM FEST-ზე გარდაცვლილი 21 წლის ნათია თავართქილაძის დედა, თიკო კობახიძე სოციალურ ქსელში GEM Fest-ის დამფუძნებელს, გიორგი სიგუას ემოციური წერილით მიმართავს:

 

„ჩემო ტკბილო შვილო, ჩემო თბილო შვილო, ჩემო ჭკვიანო შვილო, ჩემო ნათელო შვილო, ჩემო სულით-ხორცამდესპეტაკო შვილო, ჩემო ლამაზო შვილო...

მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას... სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს... არც მისიფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცადმოგაქვს თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე, პასუხისმგებელი ხარ იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, პასუხისმგებელი ხარ იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედზე.

21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედიმოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, შენ მისი დედა დაასამარესამუდამოდ. ასე რომ, პასუხი აგე სამ მიცვალებულზე. რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი, ამით ჩემს შვილებს არაფერი მოემატებათ. მიპასუხე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ ვისუნთქო...

პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი ,,ფესტივალის" ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა ზღვაში არდამეხრჩოს -მეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა.

მენატრები დე !!! მაპატიე, ვიცი ბრაზობ დედაშენი ასეთ დღეში რომ არის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის დე, შენთან...

იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს დაგადაარჩინე მათი ოჯახები.

მიყვარხარ დედი, გვიყვარხარ დედიკო... ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენი სული ნათელში მიმყოფოს" , - წერს თიკო კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ Gem fest-ზე რამდენიმე ახალგაზრდანარკოტიკული ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი პირი, ახალგაზრდა გოგო, ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა ჩინოსანმა და “ჯემ ფესტი”-ს დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, რომლის სახელსაც თაღლითობის ბრალდებით აღძრული საქმე და უამრავი სკანდალი უკავშირდება, ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და სოციალურ ქსელში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოფინა.

რეზონანსი

 

 

 

1460 /

16 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები