კრიმინალი
24 ივლისი 2020
სიახლეები:
25 წლის გოგო ტაქსის მძღოლს სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და პირადი ნივთების წართმევაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა გოგო ყვება, რომ მისი არაფხიზელი მდგომარეობით ტაქსის მძღოლმა ისარგებლა და ავტომობილში ჩაჯდომისთანავე, გოგონას ნების წინააღმდეგ მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა.
გაუპატიურების შემდეგ კი ბრალდებული ტაქსის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც პირადი ნივთები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარებულის თქმით, თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებისთვის დახმარება ეთხოვა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გოგონა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.
37 წლის დავით ცაკაშვილი ამტკიცებს, რომ დაზარალებულის გამოგონილი ისტორიის მსხვერპლია. სამართალდამცველებს მან მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო. მძღოლი ამტკიცებს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა რამდენიმე ცდის მიუხედავად, დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნო. ცაკაშვილის მტკიცებით, გოგონამ მოფერება დაუწყო. ამის შემდეგ კი უცებ გოგონა აგრესიული გახდა და ისევ გიორგიწმინდაში დაბრუნება მოითხოვა, რა დროსაც ტაქსის მძღოლსა და გოგონას შორის შეკამათება მოხდა. კამათის დროს მან ქალს პირადი ნივთები დაუბრუნა და ტერიტორია დატოვა. მამაკაცის თქმით, სახლში მისულმა მანქანაში მობილური ტელეფონი ნახა, რომლის შესახებაც პოლიციას არ აცნობა და პირადი მოხმარებისთვის დაიტოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცაკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
(კურიერი)
 
1182 /
05 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
კრიმინალი
24 ივლისი 2020
კრიმინალი
27 აგვისტო 2019
კრიმინალი
04 აგვისტო 2019
კრიმინალი
27 ივლისი 2019
კრიმინალი
13 ივნისი 2019
კრიმინალი
04 ივნისი 2019
კომენტარები