SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

თბილისში 40 წლის მამაკაცი ცხვირის ოპერაციის დროს გარდაიცვალა, რა კომენტარს აკეთებენ ექიმები ?

თბილისში 40 წლის მამაკაცი ცხვირის ოპერაციის დროს გარდაიცვალა, რა კომენტარს აკეთებენ ექიმები ?

 რამდენიმე დღის წინ, 40 წლის მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ირაკლი კობიაშვილი „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში" ალერგიის შედეგად ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, რადგან საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე, შესაბამისი სინჯი გაკეთებული არ ჰქონდა.

ირაკლი კობიაშვილი 11 დღე ტვინის შეშუპებით რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. რეანიმატოლოგების მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის წევრებმა ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ამბობენ, რომ ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში კლინიკაში მარტო არ დადიოდა და დაზუსტებით იციან, რომ მისთვის საანესთეზიო მასალაზე წინასწარი სინჯი ალერგიულობის განსაზღვრისათვის არც არავის გაუკეთებია და არც შესაძლო გართულებების თაობაზე მიუწოდებიათ მედიკოსებს ინფორმაცია.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გარდაცვილის ოჯახი სისტემური ცვლილებებისათვის ბრძოლას აპირებს, რათა მომაკვდინებელი სტანდარტი შეიცვალოს და სხვა პაციენტების უსაფრთხოება დაცული იყოს.

როგორც ქირურგმა, მიხეილ ხუჯაძემ განმარტა, ის კომენტარს არ აკეთებს, რადგან ქირურგია და ირაკლი კობიაშვილის მსგავსად, ტრაგედიები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება.

„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ქირურგი ვარ და სინჯებს მე არ ვაკეთებ. თუ გნებავთ, გარდაცვლილის ოჯახის წევრების კომენტარს დაუჯერეთ, თუ არ გნებავთ - გაეცანით გაიდლაინებს, მერე ნახავთ რა არის სწორი და რა - არასწორი. რა თქმა უნდა, ცალსახად დიდი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ეს ამერიკაშიც და საქართველოშიც ხდება", - აცხადებს ქირურგი "პრაიმტაიმთან".

როგორც გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის ექიმ-ანესთეზიოლოგმა დავით კაპანაძემ აღნიშნა, გაიდლაინის მიხედვით, თუ ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალერგია არ აღენიშნება მაშინ სინჯის გაკეთება სავალდებულო არ არის, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს ანაფილაქსიურ შოკში, ესაა პროტოკოლის შესაბამისად და არა ჩვენი გადაწყვეტილებით. მხოლოდ გარდაცვლილ პაციენტს კი არა, თითოეულ პაციენტს დეტალური ინფორმაცია ეძლევა ოპერაციის მიმდინაროებისას შესაძლო გართულებების შესახებ ქირურგის, ანესთეზიოლოგის, თერაპევტის მიერ" - „პრიმტაიმს" ექიმმა-ანესთეზიოლოგმა განუცხადა.

წყარო: primetime.ge

 

2131 /

05 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები