SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

უცნობი “პირველი არხზე” საავტორო გადაცემას წაიყვანს

Loading...
 უცნობი “პირველი არხზე” საავტორო გადაცემას წაიყვანს

უცნობი "პირველი არხზე“ საავტორო გადაცემას წაიყვანს. როგორც "2020NEWS"-ს მომღერალმა განუცხადა, პროექტზე მუშაობას მალე დაასრულებს და იმედი აქვს, რომ მის პროექტს დაამტკიცებენ.

"პროექტზე მუშაობას ვამთავრებ და ვაპირებ უახლოეს მომავალში მივიტანო არხზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დაამტკიცებენ. თუ რა ტიპის გადაცემა იქნება, მოდით, ეს სიურპრიზად დავტოვოთ“,- განუცხადა გია გაჩეჩილაძემ "2020NEWS"-ს.

ცნობისათვის, გასულ კვირას თამთა სანიკიძის "დღის თემაში“ სტუმრად მყოფმა უცნობმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გახდებოდა "პირველი არხის“ თანამშრომელი. თამთა სანიკიძემ კი იქვე უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში თუ პროექტს მიიტანდა, არხი სიამოვნებით ითანამშრომლებდა მასთან.

 

 

428 /

05 აპრილი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...