SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! პური ისევ ძვირდება

სასწრაფოდ! პური ისევ ძვირდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერტაშორისო სკოლამ ISET-მა თებერვლის თვის აგრო მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ,

„აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) პროგნოზით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2019 წელს 734.75 მლნ. ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ. ტონა). მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ. ტონაა - უფრო მაღალი, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს.

2019 წლის თებერვალში პურისა და პურპროდუქტების ფასები 10.2%-ით გაიზარდა 2018 წლის თებერვალთან შედარებით. იმავე პერიოდში ხორბლის პურის ფასი 15%-ით გაიზარდა, რაც ხორბლის ფქვილის ფასების ზრდით იყო განპირობებული (წლიური 8%-ანი ზრდა). ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტმა 1650.70 ტონა შეადგინა, რაც 4%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს (1588.31 ტონა),“ - წერია დოკუმენტში.

წყარო:newposts.ge

 

1127 /

04 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები