საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
„საქართველოში რელიგიური კონფლიქტური კერების გასაღვივებლად სხვადასხვა ისლამისტური ჯგუფები და კონკრეტული ადამიანები იღწვიან. მათ შორის, მიშა სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უახლოესი მეგობარი, თურქი ბიზნესმენი ფეითჰულა გიულენიც გახლავთ. „კვირის ქრონიკა“ წერდა, რომ გიულენი ერთერთი პანისლამისტური დაჯგუფების „ნურჯულარის“ დამფინანსებელია. გიულენი სააკაშვილს სთხოვა, „ნიურჯლარის“ წევრებისთვის – თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეობა მიეცა, რათა თავიანთი შავბნელი საქმეების საკეთებლად, საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები არ შეჰქმნოდათ. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა, 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით პრეზიდენტობის ვადაში მიანიჭა, გიულენმა მას დამატებით 200 კაციანი სია გადასცა, ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავს დროზე დაადასტურა, რომ სააკაშვილმა ეს აქტი ჩაიდინა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი თურქებზე დაარიგა. მაშ ასე, სურათი ნათელია, გიულენისა და სააკაშვილის ალიანსი – გამოკვეთილი, გიულენი სააკაშილთან ვალშია და როცა საუბარია იმაზე, რა ძალებით განახორციელებს ის საქართველოშ ხელისუფლების დამხობის მცდელობას, მას ცოცხალი ძალა ბევრი ჰყავს და საქართველოს მოქალაქის პასპორტები გაცემულია ტერორისტებზე, ექსტრემისტებზე და შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ბომბზე ზის და ამ ბომბზე არ შემომჯდებოდა, წინასაარჩევნო დაპირება, რომ შეესრულებინა და დამნაშავე „ნაციონალი“ ლიდერიები დაესაჯა. ახლა, ერთია, რომ უკრაინაში გიგი კალანდაძე წვრთნის დაჯგუფებას საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, მაგრამ მეორეა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტებიტ დადიან ტერორისტები, რომლებმაც პროფესიონალურ დონეზე იციან, როგორ გამოიწვიონ თბილისის ქუჩებში დესტაბილიზაცია და როგორ ჩააგდონ ქვეყანა მართულ ქაოსში“
 
9256 /
16 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები