საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ერეკლე კოდუასა და ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დაშორებაზე თბილისში ბევრს ჭორაობენ.
თემა აქტიალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, როცა 2 დღის წინ, ნანუკამ “პროფილს” გულახდეილი ინტერვიუ მისცა.
გადაცემის გასვლიდან მალევე ირაკლი კოდუამ სოციალურ ქსელში, მეგობარ გოგოსთან, კატია დიდასთან გადაღებული ფოტო ასე დაასათაურა: Love of my life, რომელმაც სოციალური ქსელი ლამის ააფეთქა. დაიწერა ისიც, რომ ერეკლე კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანი ახალგაზრდა, ყაზახ ქალში გაცვალა.
ამ ყველაფერს ერეკლე კოდუას მეგობარი ქალიც გამოეხმაურა:
“მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. ირაკლიმ ყველა კომენტარი მითარგმნა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენზე დადებითად წერს, თუმცა გული დამწყდა, რომ ამდენი ბოროტი ადამიანია.
მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც გავიცანი. მისი მაგალითით მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგი იყო, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო , ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი.
ის ისეთივე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო ოთხი შვილის მამა. მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს მადარებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მადლობა ყველას , გისურვებთ მეტ სიკეთეს” – ამბობს კატია.
 
2569 /
03 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები