სხვადასხვა
03 ივლისი 2024
სიახლეები:
არასოდეს ჩემ დროს არცერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "კვირის აქცენტებთან" ინტერვიუში განაცხდა.
"შეიძლება ვიღაც იღებდა, მე არ ვიცი, ამის გაკონტროლება შეუძლებელია, თუ ვიღაც რაღაცას ჩალიჩობს თავისთვის, ეს არსად არ კონტროლდება. ჩვენ არ ვიყენებთ პირად ცხოვრებას საქართველოს მტრების წინააღმდეგაც კი. რომ გამეგო რომ ბესელია ჩაწერეს, თავს მოვაძრობდი ყველას, ვინც ჩაწერა. ეს ჩემი პირადი პრინციპია", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის დროს გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ პირს შეხვდა, რომელსაც ბესელიას კადრები გადაუგზავნეს.
„რობაქიძე თავშესაფარში ათენებს ღამეებს გერმანიაში. რატომ? ჩაუდეს ბესელია... რობაქიძე არის კაცი, რომელმაც ჩამოაგდო პირველი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი. მსოფლიოში, ავღანეთის ომის შემდეგ არავის არ ჩამოუგდია იმდენი საფრენი აპარატი რუსეთის, როგორც ჩვენ ჩამოვაგდეთ 2008 წელს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა იმ მებრძოლს გადაუგზავნეს ბესელიას კადრები, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ შედგენილ სიაში იმყოფება.
„გაუგზავნეს Facebook-ზე და კიდევ სამ მონაწილეს, რუსეთის სიაში მყოფს, რუსეთს ხომ სია აქვს, 2008 წლის ომის დროს ვინ აუშალა ყველაზე მეტად ნერვები, კიდევ 4 დაუმატეს ამ სიას... ბათუმში სპეცრაზმის გაანადგურეს, შალვა თათუხაშვილი მოკლეს, სხვა სპეცრაზმელები კოდორის ოპერაციის, მამჩუნი მოკლეს უკრაინაში და ესენი გადარჩნენ, არ გაანადგურეს, ჩაუდეს ბესელია, ბესელიას კადრები. აქ არის საუბარი იმაში, რომ სისტემაში, სადაც ბესელიამაც დიდი როლი ითამაშა, რომ შეექმნა, ყველა დანარჩენმა რომ შექმნეს ეს სისტემა, ეს სისტემა თავის ხალხს თავს უჭამს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
1928 /
03 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
03 ივლისი 2024
სხვადასხვა
18 დეკემბერი 2021
სხვადასხვა
19 მაისი 2021
სხვადასხვა
13 დეკემბერი 2020
სხვადასხვა
30 ივლისი 2019
სხვადასხვა
25 ივლისი 2019
კომენტარები