SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ იმ წუთიდანვე, როდესაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ივანიშვილი აღარ იღებდა მის ტელეფონის ყურმილს და მერაბიშვილის მეშვეობით გადასცა, რომ „მიშამ რაღაცაზე გამაბრაზაო და ამიტომ აღარ ვაპირებ მასთან საუბარსო“.

 


„სულ მეუბნეობდა, რომ ბადრი არის ძალიან საშიში. ითხოვდა, ხლაპუშკა აუფეთქეთო ერთი-ორი, მანქანის მარშრუტზეო, ან ჩაუდეთო მანქანის ქვეშო, რომ შეეშინდესო და წავიდეს ქვეყნიდანო. ადამიანი ამას რომ გეუბენა, იმას აქვს კრიმინალის ფსიქოლოგია. ეს არის ის, რაც მან ცხოვრებაში ისწავლა, რომ ასეთი მეთოდებით შეიძლება რაღაცის მიღწევა.

 


იმ წუთში, როდესაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა, იმ მომენტიდან, ის აღარ იღებდა ტელეფონის ყურმილს და მერაბიშვილის მეშვეობით გადმომცა, რომ მიშამ რაღაცაზე გამაბრაზაო, რაღაცაზეო, შარი მომდო, და ამიტომო მე აღარ ვაპირებ მასთან საუბარსო. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი დიდი დოყლაპიობა... უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი და გაგვეშვა, როცა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და უფრო ადრეც, იმიტომ, რომ ეს კაცი არასდროს არ იხდიდა გადასახადებს და მეორეც, ეს იყო კაცი, რომელიც რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, საქართველოს მოქალაქეობა შევარდნაძისგან ჰქონდა მიღებული, მაგრამ ჩემის აზრით, ჰქონდა მიღებული არალეგალურად და მე არასოდეს არ ვიყავი მომხრე არავის ციხეში ჩასმის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ქვეყნიდან უნდა გაგვეშვა-თქო. ეს კაცი არის ძალიან დიდი საფრთხე. ამ მასშტაბის საფრთხე არც პატარა ქვეყანას, არც დიდ ქვეყანას არ შეუძლია აიტანოს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

351 /

02 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...