SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება!

მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება!

მიხეილ ცაგარელი აგრძელებს კვირის ასტროლოგიური პროგნოზის მიმოხილვას. იმის გათვალიწინებით, რომ პარასკევს სავსე მთვარეა, ამ კვირაში ბევრ ზოდიაქოს ნიშანს პრობლემები შეექმნებათ.

"მთლიანობაში რთული კვირა გველოდება, რადგან დედამიწა რთულ ენერგოველშია. ჩვენ ამას ვიგრძნობთ, როგორც ამინდის მიმართულებით, ისე სოციალური კუთხით. კვირის განმავლობაში ყველაზე რთული დღე იქნება პარასკევი. ამ დღეს ახალმთვარეობაა. ახალი მთვარე არის მზის და მთვარის შეერთების დღე. მზე და მთვარე არ მეგობრობენ, ამიტომ მათი შერწყმა ყოველთვის კონფლიქტურია. კვირის განმავლობაში ტრამვულობის ალბათობა მატულობს. ასევე მოიმატებს ცდუნებების ტენდენცია. ვერძის მოედანზე ვთამაშობთ, მზე კი ვერძის ზოდიაქოს გადის, რომელსაც პლანეტა მარსი მართავს. როცა წვიმიანი ამინდია, ყოველთვის ჯობია, ყვითელი ფერის ტანსაცმლზე შევაჩეროთ არჩევანი", - განაცხადა მიხელ ცაგარელმა „იმედის" ეთერში.

კვირის განმავლობაში ვერძებს არნახული ენერგია ექნებათ. მიეცით ხელში ნათურა და ისინი მას აანთებენ. მოჭარბებულმა ენერგიამ შეიძლება, მათ ხელი შეუშალოს. მოჭარბებულ ენერგიას თუ სწორი მიმართულება არ მისცა, შეიძლება, მასვე ავნოს. ამიტომ ვერძებო, იმოგზაურეთ და ენერგია დახარჯეთ. სხვანაირად ეს ენერგია აგრესიაში გადაინაცვლებს. ვერძებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა.

კუროს კი ყველაზე რთული პერიოდი ელოდება. შეეცადეთ, არ გაცივდეთ. მოიმატებს ავარიულ სიტუაციაში მოხვედრის ალბათობა. არავითარი სარისკო და ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ ემ პერიოდში. ყოველდღიური საქმიანობით დაკავდით და არ მიაქციოთ ყურადღება თუ რა ხდება ზურგს უკან.

ტყუპებს ერთის მხრივ დიდი ენერგია აქვთ. მათ შესაძლოა ფინანსური კრიზისი შეექმნათ. მათ გასავალი აქვთ არნახულად მაღალი. ელოდებათ უყაირათობა, სულსწრაფობა და პრესინგი პარტნიორთა მხრიდან. პრესინგს კი ტყუპი ვერ იტანს, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარეა. პრესინგისგან განთავისუფლების გზაზე შეიძლება, ის შეცდომა დაუშვას, რომ მერე მის გამოსწორებისთვის ბევრი ენერგია დახარჯოს.

კირჩხიბები ვერძთან ვერ მეგობრობენ. ამიტომ კვირის განმავლობაში დათრგუნულები იქნებიან.კირჩხიბი მშვიდობიანია და ვერძის აგრესიას ვერ იტანს. ამიტომ, პირველ რიგში, თავს უნდა გაუფრთხილდეთ კირჩხიბებო. მათ ენერგოტონუსი დაბალი აქვთ, ამიტომ არ უნდა გადაიტვირთონ. გახსოვდეთ, რომ ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება, მოიმატონ. ამიტომ მთავარია, არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღოთ ემოციურ ფონზე. ეცადეთ, მეტი კონტაქტი გქონდეთ ბუნებასთან, რომ იყოთ მშვიდად. ასევე კარგია ცურვა და იოგა, ეს იქნება თქვენი თერაპია.

ლომი აქტიურია, შარმიანია და რომ შეხედავ, მოგეწონება, მაგრამ უნდა გავაფრთხილო, ძალიან ნუ ენდობიან ისინი უცხო ადამიანებს. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რაც ბრჭყვიალებს, ოქრო ჰგონიათ. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ძველი შეცდომების გამოსწორებების პერიოდია და ძველი ვალდებულებების შესრულების დრო არის. თუ ამას არ შეასრულებს ლომი, მაშინ მეტ პრობლემებს გადააწყდება.

ქალწულებს ვურჩევ, უფრო სახლში იყვნენ, ვიდრე სამსახურში. კოლეგებთან სიტუაცია დაეძაბებათ. ამან შეიძლება, ნეგატიური კვალი დაასვას ქალწულის არამარტო სულიერ მდგომარეობას, არამედ მის ფინანსურ მხარესაც. მაგრამ სახლში სრული ურთიერთგაგება იქნება. ამასთან შეიძლება, შეცვალოს დიზაინი და მოიწყოს კარგი ცხოვრება.

სასწორები აქტიურები იქნებიან. სასწორები ამ კვირაში შემოქმედები და იდეების გენერატორები იქნებიან. მაგრამ მათ ერთი პრობლემა აქვთ - ზედმეტი ემოციურობა. სასწორი ძალიან რეაგირებს ყველანაირი სახის შენიშვნაზე. მათ ექნებათ თავიანთი შესაძლებლობის განხორციელების შესაძლებლობა, მთავარია, ემოციები მართონ.

მორიელს ვალების გასწორების დრო მოუვიდა. არამარტო ფინანსური, არამედ კარმული ვალების. პრობლემები ექმნებათ მათ მეგობრებს. მათ ახლობლებს და შვილებს. ამიტომ შეიძლება, სესხის აღებაც მოუხდეთ. შეიძლება ბევრი ისეთი რამის გაკეთება მოუნდეთ, რისი გაკეთებაც აქამდე სულაც არ უნდათ. მთავარია, არ დაიწყოს სარისკო მოქმედებები, ამისთვის ცუდი პერიოდია. იმუშაოს ყოველდღე და გაისტუმროს კარმული ვალები.

მშვილდოსნებს ამ კვირაში ვურჩევ, არ იჩქარონ. იღბალი მათ მხარეს არის. იუპიტერი გამარჯვების პლანეტა, მას გამარჯვებისკენ თვითონ წაიყვანს. ზედმეტი სულსწრაფობა მხოლოდ შეცდომის დაშვების ტოლფასია. მთლიანობაში მათთვის კვირა კარგია სიჩქარის და ზედმეტი ხარჯის გარეშე.

თხის რქას შეიძლება, პრობლემები შეექმნას უფროსი თაობის ადამიანებთან. სხვას ნუ ახვევს საკუთარ ნება-სურვილის როგორც სახლში, ისე სამსახურში. თხის რქას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ის ვერძთან ვერ მეგობრობს.

მერწყულებს წარმატებული კვირა ექნებათ. მათი ენერგოტონუსი მაღალია, მათ ძალიან საინტერესო ორიგინალური პირობები ექნებათ. მათაც ვურჩევ, სულსწრაფები არ იყვნენ. გამოიჩინოს მაქსიმალური კორექტურობა. მისი ორიგინალურობა ყველასთვის მისაღები არ იქნება, დაძაბული აქვს ხალხს ნერვული სისტემა, ამიტომ ყველა ვერ გაუგებს მერწყულს.

თევზები ერთის მხრივ ძალიან სიმპატიური და შარმიანია. ძალიან შემოქმედია, მაგრამ ის ძალიან მიმდობი ხდება. შეიძლება, მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, შეიძლება გაცივდეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ მთელი კვირა, - აცხადებს ცაგარელი.

 

2656 /

02 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები