საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლას ორი მუშა ემსხვერპლა.
აქციაზე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის მონაწილეები ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრის აქციაზე მისვლას ითხოვენ. თუმცა, ამ დრომდე აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.
წყარო: 2020news
 
920 /
02 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები