SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

loading...

ჭავჭავაძეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ორივე მუშის ვინაობა ცნობილია

no-img

ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ის 40 წლის იყო.

პირველი ცხედარი — 26 წლის მამაკაცი, ჭიათურელი დავით აბესაძე — მაშველებმა დაახლოებით 20:00 საათისთვის ამოიყვანეს. მეორის, 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა. როგორც მერიის მუნიციპალური ინსეპქციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიწა შენობის საძირვკელი გამაგრებითი სამუშაოებისას ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა. ჭავჭავაძის #5-ში საავადმყოფოს კომპანია ტრანსმშენი აშენებს. ბაგრატიონის თანახმადვე, მერიამ სამუშაოები შეაჩერა;

შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო: netgazeti.ge

 

925 /

01 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...
Загрузка...
Загрузка...