SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

„მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ვბრუნდები ჩემს სახლში - უკრაინაში!“ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

„მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ვბრუნდები ჩემს სახლში - უკრაინაში!“ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახლო მომავალში ჩასვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. უკრაინულ ტელეარხზე პირდაპირი ჩართვისას მან თქვა, რომ „უკრაინის ამომრჩეველმა დასაჯა პეტრო პოროშენკო“.

 


სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი ლიდერი პეტრო პოროშენკო დამარცხდა, ახლა ყველა დემოკრატიული ძალა ვლადიმერ ზელენსკის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

 


„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“, განაცხადა სააკაშვილმა და შეკითხვის - აპირებს თუ არა უკარაინაში დაბრუნებას ზელენსკის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში და ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას - საპასუხოდ თქვა, რომ მას ბუნებრივია, სურს უკრაინაში დაბრუნება.

 


სააკაშვილის განცხადებითვე, თუკი მოხდება ისე, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა, და ამის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, და მის ნაცვლად მეორე ადგილს იულია ტიმოშენკო დაიკავებს, მაშინ იგი უკრაინაში სასწრაფო წესით ჩაფრინდება, თუმცა დაამატა, რომ იგი აუცილებლად ჩავა უკრაინაში ახლო მომავალში და არა 1-ელ აპრილს, როგორც ეს დაანონსებული ჰქონდა, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

 

 

„გამიხარდებოდა, პოროშენკოს ნაცვლად მეორე ტურში იულია ტიმოშენკოს გასვლა და მაშინ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად მე ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და ჩამოვფრინდებოდი, მაგრამ თუკი პოროშენკო დარჩება, მაშინ ჯერ კიდევ მისი დავალებები შესრულდება და მას საკმაოდ მძიმე დავალებები აქვს და ეს არის, რომ არ უნდა შემიშვან უკრაინაში. მათ აღძრეს ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ხან აღძრავენ, ხან წყვეტენ. მუდმივად უთვალთვალებენ ჩემს პარტიულ მხარდამჭერებს და სრული ისტერიკაა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში მე ახლო მომავალში ვიქნები უკრაინაში. მე ისე მომენატრა კიევი, ოდესა, სხვა ადგილები, მაგრამ მე არ მინდა მივცე მას [პოროშენკოს] საბაბი“, თქვა სააკაშვილმა.  

 


„ეგზიტ პოლების“ თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი, 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30.4% აქვს მიღებული, ხოლო ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს 17.8%. მესამე ადგილზე იულია ტიმოშენკოა. მას 14.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.

წყარო:  guardian.ge

 

2455 /

31 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები