SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

ბათუმში 26 წლის მეზღვაურს სანადირო თოფით ესროლეს

ბათუმში 26 წლის მეზღვაურს სანადირო თოფით ესროლეს

ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს. 26 წლის ახალგაზრდა წერტილოვანი მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევის მიზეზებზე ახლობლები არ საუბრობენ. ამბობენ, რომ შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა. მათივე თქმით, დაჭრილი მეზღვაურია და მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრაიმტაიმი

 

378 /

31 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...