SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ტენდერს 11 თხის შესაძენად თხა უნდა იყოს: მკვირცხლი, ტემპერამენტი, ნეზვი, ჯანმრთელი...

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ტენდერს 11 თხის შესაძენად თხა უნდა იყოს: მკვირცხლი, ტემპერამენტი, ნეზვი, ჯანმრთელი...

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეგრული ჯიშის თხების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა 25 მარტს გამოცხადდა, წინადადებები კი 31 მარტიდან 2 აპრილამდე მიიღება.

სულ შესასყიდია 11 სული თხა. განმცხადებლები იმ მახასიათებლებს აღწერენ, რომლებსაც თხები უნდა აკმაყოფილებდნენ. ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ცენტრისთვის შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის თხების მიწოდება.

“დასახელება: მეგრული ჯიშის თხა – ნეზვი; შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით”,- აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

 

1285 /

29 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები