SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დახმარებას ითხოვს

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დახმარებას ითხოვს

როგორ ცხოვრობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა? რა გამოწვევების და პრობლემების წინაშეა და რას საქმიანობს. ამ და სხვა თემებზე მან გადაცემა „კულინარიულ დუელში“ სტუმრობისას ისაუბრა.მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ დუშეთში ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, არ ჰყავს დამხმარე და აქტიურდ არის ჩართული შშმ პირების პრობლემების მოგვარების საკითხში.

„პირველი ლედის მდგომარეობა, რომელიც ტყეში ცხოვრობს, მოითხოვს დამხმარეს.  საჭიროა, ვიღაც მაინც გეხმარებოდეს, როცა სახლში არ ხარ. არ მყავს არანაირი დამხმარე ქალბატონი. მყავს ძიძა პატარასთანაც და დიდ ბიჭთანაც. ისიც ძალიან მოკლე დროით, როცა სადღაც გავდივარ. მე იქ ტყეში ვარ. სრულიად მარტო, მეზობლების გარეშე.“
მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ დუშეთის ტყე არის მისი ენერგიის მთავარი წყარო:
„ტყე არის ჩემი მაცოცხლებელი, რომელიც მაძლევს ამხელა ენერგიას. ძირითადად ვცხოვრობ დუშეთში. ვხუმრობ ხოლმე, დუშეთის „სოლოლაკში“. ეს არის ყველაზე მაღალი ადგილი. ტურები და მელიებიც კი ჩამოსულან და მეზობლის ქათმები შეუჭამიათ.“
ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ ოჯახს სადილს თავად უმზადებს, თუმცა ხინკლის გაკეთება ჯერ ვერ ისწავლა:„ეს პროცესი მომწონს და სადილის მომზადებაში თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული“.
ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებების დაცვას აქტიურად აგრძელებს:
„ვიბრძოლებ, რომ უფრო გაუმჯობესდეს ეს მიმართულება და დაცულები იყვნენ ეს ადამიანები და მათი სტატუსიც. გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მოახდინონ ინტეგრაცია. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგი იქნება და იმ ადამიანებისთვისაც. ამისთვის არ დავიშურებ არც ერთ წუთს.“
მაკა ჩიჩუამ „კულინარიულ დუელში“ დაუნის სინდრომის შესახებაც ისაუბრა. მის უფროს ვაჟს დაუნის სინდრომი 5 წლის წინ დაუდგინდა.
ყოფილი ლედი ამბობს, რომ ეს ტრაგედია არ არის, თუმცა საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და მომზადებული:
„იძაბები, როცა იგებ, რომ ადამიანი დაიბადა რაღაც სინდრომით და რა არის ეს, არც იცი, რა თქმა უნდა, აქ დრამატურგია რაღაც პიკს აღწევს და ტრაგიზმამდე მიდის. შენთვის ყველაზე ბედნიერ მომენტში შეიძლება ყველა შენი ახლობელი თუ მედპერსონალი, ვინც პირველი  უნდა იყოს, რომ სიხარული მოგანიჭოს, გეუბნება, რომ ძალიან მძიმე პროცესთან გაქვს საქმე. პირველი, ვინც უნდა იყოს მზად, ეს არის მედპერსონალი, რომელიც სწორად მოგაწვდის ინფორმაციას და პირველ რიგში მიმართულებას მოგცემს.“
მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ მას ძალიან გაუმართლა, ოჯახიც და გარემოცვაც მომზადებული დახვდა, როცა შეიტყო, რომ შვილს ზედმეტი ქრომოსომა ჰქონდა:
„როცა ჩვენ დიაგნოზი მივიღეთ და დამტკიცდა, რომ ერთი ზედმეტი ქრომოსომა არსებობს, ამის მერე დავიწყე გარკვევა, თუ რასთან მექნებოდა საქმე. მანამდე მქონდა შეხება შეზღუდული შესაძლებლობის პირების პრობლემებთან და მათ ინტეგრაციასთან. ამიტომ ეს არ იყო შოკი. თუმცა როცა რაღაცას ეჯახები, შენთვის გაურკვეველს, და შენს შვილთან არის კავშირში, პატარა ლაქაც კი გაშინებს.“
2013 წლის ნოემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე მაკა ჩიჩუა საქართველოს პირველი ლედის სტატუსით სარგებლობდა. ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ცოლია.
იმედინიუსი

 

1821 /

29 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები