საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას აზრით, პირადი ცხოვრების მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც თუნდაც ხუმრობით გადაუგზავნა მის მეგობარს. ამის შესახებ წამყვანმა გადაცემა “რეაქციის” შესავალ ნაწილში განაცხადა და სტუმრებს მიმართა - "რაღაც უნდა ვთქვა და არ ჩამქოლოთ".
"შესაძლოა იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ გამოცდილი მაქვს მსგავსი მუქარა. მთლად ასეც არ არის, რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ ადამიანებს, თუნდაც ერთი ადამიანი რომ გადაუგზავნის ამ ვიდეოს მეორეს. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი ამ ტიპის საქმეში. ერთი არის ორგანიზატორები, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოავლინონ, თუმცა იმ ადამიანებსაც უნდა დაეკისროს რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, ვისაც გაუგზავნეს პირადი ცხოვრების მასალა, მან კი წაიღლიცინა და თავის მეგობარს გადაუგზავნა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
 
1387 /
29 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები