პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
მიმდინარე წლის 1 მარტიდან განახლებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიეჭვმიტანილია დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 25 მარტს კვლავ შეაჩერა. ამის შესახებ ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილთანდაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის განახლების შესახებ, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურში შევიტანე მოთხოვნა, მოეცათ შესაძლებლობა საქმის მასალებს გავცნობოდი და ასევე იმას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. დღეს მივიღე პასუხი, რომ საქმე კვლავ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით“ , - განუცხადა ადვოკატმა „ინტერფაქს-უკრაინას“.
ამის მიზეზია ის, რომ უკრაინის გენპროკურატურას ჯერ არ მიუღია ნიდერლანდებიდან პასუხი მოთხოვნაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
უკრაინის უშიშროების სამსახური საქმეზე ძიებას 2018 წლის თებერვლიდან აწარმოებს. 2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში, რესტორან „სულგუნში“ დააკავეს, რის შემდეგაც თვითმფრინავით პოლონეთში გაამგზავრეს.
 
1322 /
28 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები