თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 15 იანვარი 2019 👁 2,211 ნახვა

"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა

"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სუფელ ძევერასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული კეჩხუაშვილი არჩილი და 1991 წელს დაბადებული მარიამი პანამარენკო.

"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - აღნიშნავს ერთ-ერთი ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

2,211 ნახვა

15 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები