SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ეს უკვე მეტისმეტია, ნახეთ რა ჩაიდინეს ჯვრის მონასტერზე თურქული, არაბული წარწერებია ხოლო ფილები კი - ამოტეხილი

ეს უკვე მეტისმეტია, ნახეთ რა ჩაიდინეს ჯვრის მონასტერზე  თურქული, არაბული   წარწერებია  ხოლო ფილები კი - ამოტეხილი

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ კედელზე თურქული, არაბული და ლათინური წარწერებია, ხოლო ფილები კი - ამოტეხილი. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე ნინო ანდრიასოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე განცხადებით, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი კედელი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

"გუშინ ჯვრის მონასტერში მოსალოცად ვიყავით წასულები. ძალიან მინდოდა ჯვრის მონასტრის მონახულება. მონასტრის დაზიანებულ კედელზე თურქულ და არაბულ ენებზე რამდენიმე წარწერა შევამჩნიე. არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა X.AZIZ.

ფოტოებიც კი გადავუღე. ასე არ შეიძლება, ძალიან გულსატკენია, როდესაც ხედავ, რომ ისტორიულ ძეგლს პატივს არ სცემენ. სხვათაშორის, ჯვრის მონასტრის შემდეგ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში წავედით. სახარბიელო მდგომარეობა არც იქ იყო. ერთ-ერთ კედელზე ქართული სიტყვები ეწერა. ტაძრის ეზოში კი სიგარეტის "ბიჩოკები", ნაგავი და პლასტმასის ჭიქები ეყარა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს ძეგლებს, სხვა არავინ იზამს ამას", - განაცხადა ანდრიასოვამ 

 

2938 /

28 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები