SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რატომ ეჩხუბა ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს?

რატომ ეჩხუბა ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს?

"ქართული ოცნების" ლიდერი, კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერი, მაგრამ ქვეყნის რეალური მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძეზე გაბრაზებულია.

როგორც "2020NEWS"-თან ინფორმირებული წყარო აცხადებს, ივანიშვილს გაბრაზების რამდენიმე მიზეზი აქვს. "ივანიშვილმა ლევან ვასაძეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "ქართულ ოცნებასთან" ერთად შესთავაზა, რაზეც ვასაძისგან უარი მიიღო. ივანიშვილს კი არ უყვარს, როდესაც უარს ეუბნებიან. თუმცა მაშინ ურთიერთობა არ დაძაბულა. მათ შორის ხმაურიანი საუბარი "ანტიდისკრიმინაციულ კანონთან" დაკავშირებით შედგა. ლევან ვასაძე ამ კანონის მიღებით უკიდურესად აღშფოთებული იყო, რაზეც ღიადაც ისაუბრა კიდეც", - აცხადებს სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო.

"2020NEWS"-მა აღნიშნული ინფორმაცია ლევან ვასაძესთან დაახლოებულ პირებთან გადაამოწმა. "ანტიდისკრიმინაციულ კანონთან" დაკავშირებულ ხმაურიან საუბარს ისინი ადასტურებენ და არც ივანიშვილის მხრიდან ვასაძის პოლიტიკაში ჩართვის შეთავაზებას გამორიცხავენ.

"2020NEWS"-ის მცდელობის მიუხედავად, ამ საკითხებთან დაკავშირებით თავად ლევან ვასაძე ჯერჯერობით, მედიასთან საუბარს არ აპირებს.

წყარო: 2020news.ge

 

1858 /

28 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები