მსოფლიო
04 მარტი 2022
სიახლეები:
სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა ტრაპიზონში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას სტატუსი შეიცვლება.
აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.
წყარო: ipn.ge
 
1856 /
27 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
მსოფლიო
04 მარტი 2022
მსოფლიო
02 მარტი 2022
მსოფლიო
02 მარტი 2022
მსოფლიო
24 თებერვალი 2022
მსოფლიო
24 თებერვალი 2022
მსოფლიო
19 ივლისი 2021
კომენტარები