SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასჯელის ზომის გამოცხადების შემდეგ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს , რა მოხდა სასამართლოსთან ?

სასჯელის ზომის გამოცხადების შემდეგ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს , რა მოხდა სასამართლოსთან ?

გორის სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომის გამოცხადების შემდეგ მალხაზ კობაურის დედა და დეიდა ცუდად გახდნენ. კობაურის დეიდა გონებადაკარგული საკაცით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო დედა ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებდა, თუმცა მისი გადაყვანაც გახდა საჭირო.

​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ზომა რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში მწყემსი იყო.

 

1408 /

27 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები