SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

სამწუხარო ინფორმაცია  გარდაიცვალა  მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

თეატრისა და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დაუდასტურა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ.

ნოდარ მგალობლიშვილი გადაღებულია არაერთ კინოფილმში. მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა სახალხო არტისტის წოდებები. 2001 წელს მან უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება აიძულა.

 

წყარო: ipn.ge

 

1269 /

27 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები