თბილისის დრო
სიახლეები
კრიმინალი
📅 15 იანვარი 2019 👁 3,041 ნახვა

ამ წუთებში ვრცელდება 51-ე სკოლასთან მომხდარი ჩავხრილვის ახალი დეტალები

ამ წუთებში ვრცელდება 51-ე სკოლასთან მომხდარი ჩავხრილვის ახალი დეტალები

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებული არავინაა, თუმცა თავდაპირველად ერთი დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

წყარო ipn.ge

 

3,041 ნახვა

15 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები