SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

„ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავს“ - ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციისგან შველას ითხოვს

„ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავს“ - ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციისგან შველას ითხოვს

„მე თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია, ვინც ერთი თვის განმავლობაში თავს ორჯერ დამესხა“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას 32 წლის მამაკაცი ვალერი ჩიტაია. მისი თქმით, პირველად მისი თანამშრომლის მეუღლე, დათო გოგოლაძე რამდენიმე მამაკაცთან ერთად თავს 20 თებერვალს დაესხა. ჩხუბში ვალერი ჩიტაიამ თავისა და სახის დაზიანებები მიიღო. ამბობს, რომ თავდამსხმელებს გაექცა და გზად ტაქსი გააჩერა. დაზარალებულმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა და დაზიანებების ხარისხის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტარა.

„დათო გოგოლაძის მეუღლე ჩემი თანამშრომელი იყო. მასთან ისეთივე დამოკიდებულება მქონდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენთან. თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევებს, როცა მძიმე საქმის კეთება უწევდა და ვცდილობდი დავხმარებოდი, რადგან ორსულად იყო. ჩვენ აზერბაიჯანულ კომპანიაში ვმუშაობთ და მძიმე ყუთების გადატანა გვიწევს. რა უნდა და რას მერჩის დათო გოგოლაძე წარმოდგენაც კი არ მაქვს“, - ამბობს ჩიატაია და იქვე მის მიმართ მეორე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

„12 მარტს ექიმთან მივდიოდი და ავტობუსის გაჩერებაზე, პრიდაპირ პოლიციის შენობის წინ დამესხა თავს. ეს უკვე ამ ადმაიანისგან მეორე შემთხვევა იყო. მირტყამდა და თან მემუქრებოდა, ან საჩივარი გამოიტანე პოლიციიდან, ან ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავსო. გამვლელებმა გადამარჩინეს. თავისუფლად გრძნობს თავს, ქუჩაში ჩვეულებრივად გადაადგილდება და ისევ ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებს. მე კი ისევ მივმართე პოლიციას და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი ამ შიშში ცხოვრება არ ვიცი. არ ვარ დაზღვეული, რომ ხვალ უარესს არ იზამს. გოგოლაძის მიზანია, დაშინებით გამომატანინოს განცხადება პოლიციიდან. ამას არავითარ შემთვევაში არ ვიზამ. დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. ის საშიში არამხოლოდ ჩემთვის, არამედ  - მთელი საზოგადოებისთვისაა. მოვითხოვ, დამნაშავის დასჯას ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს“ - აცხადებს დაზარალებული.

„პრაიმტაიმმა“ არაერთხელ სცადა, ვალერი ჩიტაიას მიერ ხსენებულ დავით გოგოლაძესთან  დაკავშირება, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ჩიტაიას საქმეში პირი ინდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის დაკავება არ მომხდარა. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) აღიძრა.

წყარო: www.primetime.ge

 

2166 /

26 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები