SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ეს უკვე მეტისმეტია! - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის მინიმალური წლიური ხელფასი $60 ათასი იქნება

ეს უკვე მეტისმეტია! - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის მინიმალური წლიური ხელფასი $60 ათასი იქნება

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე ვაკანსია გამოაცხადა. როგორც ვაკანსიის ტექსტშია აღნიშნული, საბჭოს წევრის წლიური მინიმალური ხელფასი $60 ათასი იქნება, ამას ემატება სამგზავრო ხარჯები. საინვესტიციო საბჭოში ხუთი წევრი იქნება, შესაბამისად წელიწადში მათი ხელფასისთვის მინიმუმ $300 ათასია გათვალისწინებული. საბჭოს წევრს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

აპლიკაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ აღნიშნული თანამდებობა სრულ განაკვეთზე მუშაობას არ მოითხოვს. საინვესტიციო საბჭოს წევრები და თავმჯდომარე საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოვიდნენ, ხოლო წლის განმავლობაში სამუშაოს ჯამური რაოდენობა წელიწადში მინიმუმ 72 საათი უნდა იყოს. CV-ების მიღება 23 მარტს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება.

საინვესტიციო საბჭო საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისთვის იქმნება. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

საბჭოს წევრების კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტში წარადგენს შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია შედგება შვიდი წევრისგან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის სამი წევრი და ერთ დამოუკიდებელი წევრი

 

წყარო: on.ge

 

1020 /

25 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები