საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დაიხურა და პაციენტები თანდათან ტოვებენ სამკურნალო დაწესებულებას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ბოლოს აქ 25 პაციენტი მკურნალობდა და ორშაბათს საავადმყოფოში პაციენტები უკვე აღარ იქნებიან.ტუბსაავადმყოფოს დირექტორის, რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, ტუბერკულოზის მძიმე (რეზისტენტული) ფორმით დაავადებული პაციენტები მკურნალობას თბილისში გააგრძელებენ, სხვებმა კი, შესაძლოა მკურნალობა სახლის პირობებშიც გააგრძელოს.
ჟღენტი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმძღვანელობამ საავადმყოფოდან თანამშრომლებიც დაითხოვა. ტუბსაავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კლინიკა კვალიფიციური სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული და ისინი დასაქმდებიან ახალ საავადმყოფოში, რომელიც აბასთუმნის შესასვლელთან გაიხსნება.
ახალი 100-ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა თითქმის უკვე დასრულებულია. ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ახალ სამედიცინო ცენტრში წინასწარი ინფორმაციით, 100-დან 30 ადგილი სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის იქნება გამიზნული.
სანატორიუმ ზეკარის თითქმის 100-წლიანი შენობა, სადაც ტუბსაავადმყოფო ფუნქციონირებდა, სავარაუდოდ დაინგრევა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილის ინტერესები უკავშირდება და სავარაუდოდ, იქ 7-სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
 
2677 /
25 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები