საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულში არ მოხვედრილა, რადგან Global Teacher Prize-ს მხოლოდ ფინალური ათეული აქვს.
"სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი ხუთეული საერთოდ არ გააჩნია. უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენ გვერდს,"- წერია განცხადებაში.
პლანეტის საუკეთესო მასწავლებელს, დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამოავლენენ.
"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,"- წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის 21 თებერვალს დაასახელეს.
ინტერვიუ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის კანდიდატთან ვრცლად ამ ბმულზე წაიკითხეთ.
 
2120 /
24 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები