საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
შეიძლება, ზუგდიდში ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს, - ამის შესახებ განცხადებას ყოფილმა პირველი ლედი, სანდრა რულოვსი აკეთებს, რომელიც ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში იყრის კენჭს.
„შეიძლება, ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი.
დარწმუნებული ვარ, როგორც 2016 წელს, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება და როგორც არასდროს, ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ სოფლების და ქალაქის, მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. ეს იქნება პატიოსნების პატარა კუნძული საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ. გამოვრიცხავ დამარცხების შანსს. ასეთი მზადყოფნა არასდროს მიგრძვნია", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წარადგენს.
2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, სექტემბერში ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.
 
2987 /
22 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები