SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე რეფერალურ კლინიკაში კომენტარი გააკეთეს. როგორც კლინიკაში განმარტეს მათ პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები ჩაუტარეს.

"პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში 16 მარტს შემოვიდა. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა. ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა, რაც გულისხმობდა ემერჯენსის, გინეკოლოგისა და ქირურგის კონსულტაციას. მონიტორინგის მიზნით ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მეორე დღეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციით გაიწერა ბინაზე. გაიცა "ფორმა ასი". დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხებენ," - განაცხადა ბათუმის რეფერალური კლინიკის მენეჯერმა თამარ მხატვარმა.

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ გარდაიცვალა. მანამდე მას კლინიკა "მედცენტრში" ოპერაცია გაუკეთეს და სადაც მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს.

"ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო სეპტიური შოკის ფონზე,"- განმარტეს "მედცენტრში."

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

2411 /

22 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები