საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რაინდია.
„2020NEWS-ისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილს ეს ტიტული პრემიერ-მინისტრობის დროს მიანიჭეს. ინფრომაცია ბავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატთან, ლევან ჩხეიძესთან გადავამოწმეთ.
„ბიძინა ივანიშვილი ორდენის დიდი ჯაჭვის რაინდია. ორდენის ისნიგნია მას პრემიერ-მინისტრობის დროს გაუგზავნეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ორდენის კავალერია, ითვლება რაინდად. რაინდის ექვივალენტი არის კავალერი. შესაბამისად შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილი არის დიდი ჯაჭვის კავალერი , ან რაინდი“, - აცხადებს ადვოკატი სააგენტოსთან საუბარში. ადვოკატმა განგვიმარტა, თუ როგორ ანიჭებს რაინდის ტიტულს დავით ბაგრატიონ -მუხრანელი. „ტიტულის მიღების სურვილი შეიძლება, კანდიდატმა თავად გამოხატოს. ან ორდენის დიდმა მაგისტრმა შეარჩიოს ღირსეული პირი . ორდენის დიდი მაგისტრი დავით ბაგრატიონ-მუხრანელია, რაინდის ტიტულის მიღებას დათანხმდა, არსად არ გაჟღერებულა, რომ მან ამ ტიტულზე უარი თქვა“, აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე სასამართლო მიმდინარეობს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს.
წყარო 2020news.ge
 
1506 /
22 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები